kasta_about

კომპანიის შესახებ

კომპანია დაარსდა 2007 წელს შპს “დამატელა” -ს სახელით და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ლამინირებული მერქან ბურბუშელოვანი ფილების (დსპ,მდფ)
ომპორტი, ჭრა და რეალიზაცია როგორც საბითუმოდ ისე საცალოდ. სამი წლის შემდეგ რეორგანიზაციის შედეგად, შპს “დამატელა” ჩაანაცვლა კომპანია კასტამ. თავდაპირველად კომპანია საავეჯე მასალის იმპორტს ახორციელებდა თურქული და ჩინური კომპანიებიდან.

2013 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ავეჯის მასალების ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებელ ევროპულ კომპანია “კრონოშპანთან”. ხელშეკრულების დადების ძირითადი მიზანი იყო ბაზარზე ევროპული ეკოლოგიურად სუფთა მასალების შემოტანა. ამ სეგემენტის ათვისების შედეგად გაიზარდა კომპანიისადმი დაინტერესება, განსაკუთრებით, იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლების მუშაობენ: საბავშვო ბაღების,
სკოლების, უნივერსიტეტებისა და სამედიცინო დაწესებულებების ავეჯის დამზადებაზე.

გაზრდილი ბრუნვისა და წლების განმავლობაში სტაბილური თანამშრომლობის შედეგად 2017 წლიდან კომპანია “კასტა” კრონოშპანის ოფიციალური დილერია კავკასიის რეგიონში.

ორგანიზაცია ავეჯის მასალების წარმოების სფეროში უკვე 10 წელია მოღვაწეობს, გამოცდილების და ბიზნესზე დაკვირვების შედეგად მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება განახორციელოს ინვესტიცია უშუალოდ ავეჯის წარმოებაში.

წარმოების და ხარისხის გაზრდის მიზნით კომპანიამ შეიძინა იტალიური ბრენდის “BIESSE S.P.A” -ს თანამედროვე ევროპული დანადგარები.

ჩვენი მისია

  • ჩვენი საქმიანობითა და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებით ხელი შევუწყოთ სამომხმარებლო კულტურის განვითარებას საქართველოში.
  • შევინარჩუნოთ შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების მაღალი ხარისხი და სისტემატიურად გავზარდოთ შეთავაზების ასორტიმენტი.
  • მუდმივად ვიზრუნოთ მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, პარტნიორებზე.

გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა? არ გადადოთ ხვალისთვის დაგვიკავშიდით დღეს!